წესდება

1. ზოგადი დებულებები
1.1. დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი (შემდგომში “კავშირი”) წარმოადგენს არაკომერციულ, არასამეწარმეო იურიდიულ პირს. კავშირი წარმოადგენს სპეციალობით ექიმთა ნებაყოფლობით დამოუკიდებელ საზოგადოებრივ გაერთიანებას.
1.2. კავშირი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და წინამდებარე წესდების საფუძველზე.
1.3. კავშირი წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს განკერძოებულ ქონებას, უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა, იყოს მოსარჩლე და მოპასუხე სასამართლოში.
1.4. კავშირი იქმნება განუსაზღვრელი ვადით. მისი საქმიანობა ვრცელდება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.5. კავშირის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1.6. კავშირის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წინანდლის ქ.#9
1.7. კავშირის დამფუძნებლები არიან

# | გვარი, სახელი | დაბადების თარიღი | პროფესია | საცხოვრებელი ადგილი

1. მანაგაძე ლავრენტი 14.10.1944 წ. ექიმი-უროლოგი ქ. თბილისი ფალიაშვილის ქ. #43
2. სუთიძე მერაბი 05.07.1955 წ. ექიმი-ნეფროლოგი ქ.თბილისი პასტერის ქ. #7ა
3. ჭოხონელიძე ირმა 07.01.1967 წ. ექიმი-ნეფროლოგი ქ. თბილისი გრიშაშვილის ქ. #59
4. რუხაძე ირაკლი 07.02.1972 წ. ექიმი-ნეფროლოგი ქ.თბილისი ჭავჭავაძის ქ. #11/102
5. გვალია კონსტანტინე 22.05.1968 წ. ექიმი-ნეფროლოგი ქ. ხაშური აღმაშენებლის ქ. #151

 

2. კავშირის მიზნები და ამოცანები
2.1. კავშირის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
-ქვეყანაში ნეფროლოგიური სამსახურის შესწავლა და არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა;
-ნეფროლოგიის განვითარებისა და გავრცელების პერსპექტივების შემუშავება;
-თირკმლების ქრონიკული დაავადების საპრევენციო ღონისძიებების შემუშავება და გავრცელება;
-თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა რეესტრის შექმნა;
-თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის (ჰემოდიალიზი, პერიტონეული დიალიზი, თირკმლის ტრანსპლანტაცია) გაიდლაინების შემუშავება და დანერგვა;
-თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის (ჰემოდიალიზი, პერიტონეული დიალიზი, თირკმლის ტრანსპლანტაცია) ჩვენებების/უკუჩვენებების, დროული დაწყების, რაციონალური დაგეგმვისა და სწორი მართვის რეკომენდაციების შემუშავება;
-თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა სამედიცინო მონაცემების საინფომაციო ბანკის შექმნა;
-ნეფროლოგიაში მომუშავე კადრების პროფესიული დონის ამაღლების მიზნით სამედიცინო სახელმძღვანელოების, გაიდლაინების, ალგორითმებისა და ცირკულარების შექმნა;
-კავშირის წევრების გამოცდილების გავრცელება და განზოგადება;
-კავშირის დამყარება ნეფროლოგიაში მოღვეწე სხვადასხვა ქვეყნის ასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

3. კავშირის წევრობა
3.1. კავშირის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი სპეციალობით ექიმი, რომელიც დასაქმებულია ნეფროლოგიაში, აღიარებს კავშირის წესდებას და მონაწილეობას იღებს მის საქმიანობაში.
3.2. კავშირის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობით განცხადებით მიმართავს კავშირის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კავშირის სულ ცოტა ორი წევრის წერილობითი რეკომენდაცია. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა.
3.3. კავშირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლის ან
გარიცხვის საკითხს წყვეტს კავშირის გამგეობა.
3.4 კავშირის წევრი გაირიცხება კავშირიდან კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით თუ:
ა.მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს;
ბ.იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
3.5 კავშირის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა. საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
გ. კავშირის წევრობიდან გარიცხვისას;
დ. გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
ე. გარდაცვალებისას.

4. კავშირის წევრთა უფლება-მოვალეობები
4.1. კავშირის წევრს უფლება აქვს:
-აირჩიოს და არჩეულ იქნას კავშირის ხელმძღვანელ, აღმასრულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებში;
-კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს კავშირის მიერ ჩატარებულ ნებისმიერ ღონისძიებაში;
-წამოაყენოს წინადადებები, პროგრამები, პროექტები კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით;
-სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის სხდომებში.
4.2. კავშირის წევრი მოვალეა:
-დაიცვას კავშირის წესდება და შინაგანაწესი;
-გაუფრთხილდეს კავშირის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
-შეასრულოს კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები;
-პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს კავშირის მიზნებით;
-არ გაამჟღავნოს კავშირის კონფიდენციალური ინფორმაცია;
-გადაიხადოს საწევრო შენატანი საერთო კრების მიერ დადგენილი ოდენობითა და პერიოდულობით.

5. კავშირის მართვა
5.1. კავშირის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. რიგგარეშე კრება მოიწვევა კავშირის თავმჯდომარის, გამგეობის ან კავშირის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.
5.2. კავშირის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება კავშირის წევრთა (დელეგატთა) არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით. კრებაზე წარმომადგენლობით ნორმებს ადგენს კავშირის გამგეობა.
5.3. საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:
-კავშირის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
-კავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, პროგრამების და პროექტების დამტკიცება;
-კავშირის გამგეობის არჩევა, მისი ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება;
-გადაწყვეტილების მიღება კავშირის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ.
5.4. კავშირის გამგეობა წარმოადგენს კავშირის აღმასრულებელ მუდმივმომქმედ ორგანოს, რომლის არჩევა კავშირის 7 წევრის შემადგენლობით ხორციელდება საერთო კრებაზე 4 წლის ვადით მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით.
5.5. კავშირის გამგეობის რიგითი სხდომების მოწვევა ხდება თვეში ერთხელ.
5.6. გამგეობის რიგგარეშე სხდომების მოწვევა ხორციელდება კავშირის თავჯდომარის ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.
5.8 გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
– კავშირის თავმჯდომარის არჩევა;
– კრების გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველყოფა;
– კავშირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლის ან გარიცხვის საკითხის გადაწყვეტა;
– გადაწყვეტილების მიღება ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც კრებებს შორის წარმოიშობა და ოპერატიულ გადაწყვეტას მოითხოვს და რომელიც საერთო კრების სპეციალურ კომპეტენციას არ განეკუთვნება;
– კავშირის მიზნების განსახორციელებლად რეგიონალური ჯგუფების შექმნა და თავმჯდომარის წარდგინებით მათი ხელმძღვანელების არჩევა;
– კავშირის ბეჭვდითი ორგანოს სარედაქციო საბჭოს არჩევა
– კავშირის საწესდებო მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებების მიღება
5.9. კავშირის თავმჯდომარის არჩევა ხდება კავშირის გამგეობის წევრთა უბრალო უმრავლესობით 4 წლის ვადით. კავშირის გამგეობა ასევე იმავე ვადით და წესით ირჩევს კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის ფუნქციებს. თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კავშირის გამგეობის მიერ ხორციელდება აღნიშნული ვადით თავის შემადგენლობიდან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.
5.10. კავშირის მთელ საქმიანობას წარმართავს თავმჯდომარე, რომელიც:
– წარმოადგენს კავშირს სხვა პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
– კავშირის სახელით დებს ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს;
– კავშირის გამგეობასთან შეთანხმებით განკარგავს კავშირის ქონებასა და სახსრებს, ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ხელს აწერს საფინანსო და სხვა სახის დოკუმენტაციას.
5.11. თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების მიერ კავშირის წესდების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს კავშირის სარევიზიო კომისია.
5.12. სარევიზიო კომისიას კავშირის სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს საერთო კრება 4 წლის ვადით. სარევიზიო კომისიაში შემავალი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კავშირის გამგეობის წევრი.
5.13. სარევიზიო კომისია წელიწადში ერთხელ საერთო კრებაზე განსახილველად ამზადებს ანგარიშს კავშირის საქმიანობის შესახებ.

6. კავშირის ქონება და სახსრები
6.1. კავშირის ქონება და სახსრების ფორმირების წყაროებია:
– კავშირის წევრთა საწევრო გადასახადები
– იურიდიულ და ფიზიკური პირთა ნებაყოფლობითი შემოწირულობები;
– გრანტები;
– კანონის ნებადართული სამეურნეო-საწარმოო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
– ლექციების, გამოფენების, სიმპოზიუმების ჩატარებით მიღებული შემოსავლები;
– უცხოეთის ორგანიზაციებიდან, კერძო და იურიდიული პირებისაგან მიღებული საქველმოქმედო დახმარებები;
– კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

7. კავშირის საწარმოო-სამეურნეო საქმიანობა
7.1. კავშირი უფლებამოსილია:
– განახორციელოს კანონით ნებადართული საწარმოო-სამეურნეო საქმიანობა;
– აწარმოოს საგამომცემლო საქმიანობა, დაარსოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები;
– კავშირის საწარმოო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები უნდა მოხმარდეს კავშირის მიზნების განხორციელებას და მისი განაწილება კავშირის წევრებს შორის დაუშვებელია.
7.2. კავშირის სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

8. კავშირის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
8.1. კავშირის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში.
8.2. კავშირის რეორგანიზაცია ხდება:
– საერთო კრების გადაწყვეტილებით კავშირის სრული შემადგენლობის ხმათა 2/3-ით.
8.3. კავშირის ლიკვიდაცია ხდება:
– საერთო კრების გადაწყვეტილებით კავშირის სრული შემადგენლობის ხმათა 3/4-ით;
– სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონითგათვალისწინებულ შემთხვევაში.
8.4. კავშირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მალიკვიდირებელი ორგანოს მიერ იქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც წარმართავს ლიკვიდაციის პროცედურას.
8.5. კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე საქმიანობით დაკავებულ არაკომერციულ (არასამეწარმო) იურიდიულ პირებს.
8.6. კავშირის ლიკვიდაცია დასრულებულად, ხოლო საქმიანობა შეწყვეტილად ითვლება მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ კავშირის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

Leave a Reply