ახალგაზრდა ნეფროლოგთა კლუბის ინიციატივით მეორე მინი კონფერენცია გაიმართება 4-5 აპრილს, კონფერენციის თემა – თირკმლის ტრანსპლანტაცია.
04.04.2023-05.04.2023 წ. – შპს “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა”, მეორე სართული, საკონფერენციო დარბაზი.
დღე I – 04.04.2023 15:00 – 18:00
1. თირკმლის ტრანსპლანტაციის იმუნოლოგიური ასპექტები – ტრანსპლანტაციის იმუნოლოგიური შეფასება და მონიტორინგი – მარიკიან კარუშ;
2. თირკმლის ტრანსპლანტატის მოცილების სახეები , მათი იმუნოლოგიური საფუძვლები და მენეჯმენტი – ვარშანიძე ნათია;
3. თირკმლის ტრანსპლანტატის დისფუნქციის შეფასება და მართვა, ტრანსპლანტატის ქრონიკული ნეფროპათია – ნინო დიღმელაშვილი;
4. დონორისა და რეციპიენტის პრეოპერაციული შეფასება/მენეჯმენტი – ანა კუხალეიშვილი.
დღე II – 05.04.2023 15:00-18:00
1. იმუნოსუპრესიული მედიკამენტები თირკმლის ტრანსპლანტაციაში (ინდუქციური და შემანარჩუნებელი თერაპია), რეციპიენტის პოსტოპერაციული მენეჯმენტი – მარიანა ბობოხიძე;
2. თირკმლის ტრანსპლანტაციის გრძელვადიანი გართულებები რეციპიენტში – მარიამ გიუაშვილი;
3. ძირითადი დაავადების რეციდივი თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ – ნინო გუჯაბიძე;
4. ვირუსული ჰეპატიტი C,B,HIV ინფექცია თირკმლის ტრანსპლანტაციის ჭრილში – ხიხაძე თამთა,
5. თირკმლის ტრანსპლანტაციის ქირურგიის ზოგადი პრინციპები და შესაძლო ქირურგიული გართულებები – ხაიალ დემირჩიევ.