საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ 2024 წლის დეკემბერში დაგეგმილია ორი (ერთდღიანი) კონფერენციის ჩატარება თბილისში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსის (მე-2 სართული) საკონფერენციო სივრცეში.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186
-
15.12.2024-ის კონფერენცია თემაზე: „თირკმლის გადანერგვის იმუნოლოგიური და კლინიკური მართვის ასპექტები“
-
თითოეულ კონფერენციაში მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრულია 100-100 კაცით.
კონფერენციები აკრედიტებულია (თითოეული 6 კრედიტ ქულით).
კონფერენციაზე დასწრების რეგისტრაციის თანხა (თითოეულ კონფერენციაზე):
- დნტ კავშირის წევრთათვის შეადგენს 40 ლარს.
- არა-წევრთათვის – 80 ლარს.
კონფერენციებში მონაწილეობის მსურველ დნტ კავშირის წევრებს გთხოვთ, კავშირის საიტზე გაიაროთ რეგისტრაცია და ასევე, საიტის საშუალებით გადაიხადოთ რეგისტრაციის თანხა.
კავშირის საიტზე რეგისტრაციის ხაგრძლივობა განსაზვღულია 21 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით.