მსოფლიო თირკმლის დღე, ხუთშაბათი, 11 მარტი
როგორ ვიცხოვროთ თირკმლის დაავადებით?
ამ კითხვაზე პასუხი გთხოვთ იხილოთ მსოფლიო თირკმლის დღის ოფიციალურ ვებგვერდზე:
თუმცა ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ 2021 წლის მსოფლიო თირკმლის დღის მთავარი გზავნილი პაციენტის სამსახურში მდგარი პროფესიონალებისთვის ალბათ ის შემდეგნაირად გაიჟღერს:
„ვიყოთ მეტად კონცენტრირებული პაციენტზე და არა დაავადებაზე – არ დაგვავიწყდეს, რომ დიაგნოზის უკან დგას ადამიანი თავისი ყოველდღიურობით, გარემოცვითა და ინდივიდუალობით. როგორ უნდა გავითავისოთ მისი განსაცდელი, სიფრთხილით ამოვუდგეთ გვერდში, ფაქიზად შევეხოთ მის მიკროსამყაროში, რათა ერთად ვიბრძოლოთ ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მისაღწევად“.
ნეფროლოგი და პაციენტი – ერთად ჯანმრთელის თირკმლის სადარაჯოზე!